top of page

გამომცხვარი ორაგული ნივრიანი კარაქით


თუ თქვენც ჩემსავით თევზი ხორცს გირჩევნიათ, ჩვენი დღევანდელი ვახშამი ძალიან მოგეწონებათ. მაგრამ თუ არც ისე ძალიან გიყვართ თევზი, ამ რეცეპტის გასინჯვას მაინც გირჩევთ, რადგან ჩვენი გამომცხვარი ორაგული მართლა პირში დნება!

დაგვჭირდება:

500-600 გ ორაგულის ფილე

2-3 კბილი ნიორი

1 ლიმონი

3-4 ღერი ოხრახუში

მსხვილი ზღვის მარილი

წიწაკების მიქსი

2 ს.კ. კარაქი

დარბილებულ კარაქს შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი და კარგად წავუსვათ ორაგულის ფილეს. მოვაყაროთ მარილი, წიწაკები და მოვასხათ ლიმონის წვენი. გავახვიოთ ფოლგაში და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.

გარნირად ბრინჯი ან კარტოფილი მოვამზადოთ, ერთი ბოთლი მსუბუქი, მშრალი, თეთრი ღვინოც მოვიმარაგოთ და არაჩვეულებრივი ვახშამი გამოგვივა!

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page