ლიმონით და ნივრით შეკმაზული შემწვარი ქათმის ბარკლები
დაგვჭირდება: 8-10 ქათმის ბარკალი 3-4 კბილი ნიორი 1 ლიმნის წვენი და ცედრა 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი
წიწაკების მიქსი
პატარა კონა ოხრახუში
გარეცხილი და გასუფთავებული ქათმის ბარკლები გავამშრალოთ. ერთად შევურიოთ ლიმონის წვენი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა. კარგად წავუსვათ ქათამს ეს მასა ყველა მხრიდან და გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. შებრაწულ ბარკლებს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხარხუში.
გემრიელად მიირთვით!