top of page

ტალიატელე პომიდორით და ყველით რიკოტა


დაგვჭირდება:

500 გ პასტა ტოლიატელე

12-15 პომიდორი ჩერი

6-7 ცალი პომიდვრის ჩირი

150 გ ყველი პარმეზანი

150 გ რიკოტა

2 კბილი ნიორი

მარილი

შავი წიწაკა

პატარა კონა ოხრახუში ან კამა

20 გ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

პასტა ტალიატელე მოვხარშოთ ალ დენტე.

სანამ პასტა იხარშება, კარაქში და ზეთში მოვთუშოთ დაჭყლეტილი ნიორი, შემდეგ დავუმატოთ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, 1-2 ცუთი ვთუშოთ და დავუმატოთ გახეხილი პარმეზანი, მარილი და წიწაკა. გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, პომიდვრის ჩირი და მოვასხათ ეს სოუსი გამზადებულ პასტას. კარგად მოვურიოთ და გადავიტანოთ თეფშზე. სუფრის კოვზით ამოვიღოთ რიკოტა და დავალაგოთ ყველის გუნდები პასტასთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page