ქათმის კროკეტები შამპინიონებით
დაგვჭირდება:
500 გ ქათმის ფილე
1 -2 თავი ხახვი
300 გ შამპინიონი
ნახევარი ფრანგული ბაგეტი
150 მლ ნაღები
დანის წვერზე მუსკატი
რამდენიმე ღერიუ ბეგქონდარა
50 მლ პორტვეინი
1 კვერცხი
50 გ კარაქი
4 ს.კ. ზეითუნის ან რომელიმე სხვა რაფინირებული ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
1 ჩ.კ. შაქარი
ქათმის ფილე დავკეპოთ, დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთსა და კარაქში, დავუმატოთ შაქარი, რომ მოხდეს კარამელიზაცია, შემდეგ კი დავუმატოთ წვრილად დაჭრილი შამპინიონი და მოვთუშოთ ერთად.
ერთად დავაბლენდეროთ პური, ნაღები, კვერცხი. დავუმატოთ მუსკატი, ბეგქონდარა, შემდეგ შევურიოთ შამპინიონი და ხორცი, ბოლოს დავუმატოთ პორტვეინი და კარგად მოვურიოთ.
გამოვზერწოთ მრგვალი კროკეტები და შევწვათ ტაფაზე ზეთსა და კარაქში ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირვით!