ლიმნის სუფლე რომით
დესერტისთვის არაჩვეულებრივ ლიმნის სუფლეს შემოგთავაზებთ.
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
500 მკ რძე
7 კვერცხი
300 გ შაქარი
2 ს.კ. რომი
200 გ ფქვილი
2 ლიმონი
ვანილი
მწიკვი მარილი
დაბალ ცეცხლზე მოვთუშთ კარაქი და ფქვილი, შემდეგ დავუმატოთ ადუღებული რძე და ვურიოთ. მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა. ოდნავ რო შეგრილდება, შევათქვიფოთ ნახევარი შაქრის მასა, კვერცხის გულები, ვანილი, მწიკვი მარილი, 1 ლიმონის ცედრა და წვენი., ცაკლე კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და შევურიოთ ფრთხილად ამ მასას.
გადავიტანოთ სუფლეს მასა კრაქიან ფორმებში და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებუო ღმელში დაახლოებით 10 წუთით.
დარჩენილ შაქარს დავუმატოთ 200 მლ წყალი და მოვხარშოთ სიროპი. მეორე ლიმონი გავთალოთ და თხლად დავჭრათ. ჩავალგოთ სიროპში. დავუმატოთ რომი და მოვირთვათ სუფლესთან ერთად.
თუ გინდათ, რომ სუფლე განსაკყთრებით ორიგინალურად გამოიყურებოდეს, გამოსაცხობად გამოიყენეთ მთელ-მთელი ლიმნის ქერქები.
გემრიელად მიირთვით!