top of page

ქათამი თეთრი ღვინის სოუსში შამპინიონით


ეს ფრანგული სამზარეულოს კერძი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და მისთვის გამოყენებული პროდუქტებიც ყველასთვის კარგად ნაცნობია. ნოყიერი, გემრიელი კერძი ფრანგული ნოტებით Poulet au Riesling, როგოც მას ორიგინალში ეწოდება.

დაგვჭირდება:

4 ქათმის ბარკალი თავისი გადანახსენით

1 თავი ხახვი

500 მლ თეთრი მშრალი ღვინო (რისლინგი, ან ამ ტიპის)

200 მლ ნაღები

2-3 ღერი ბეგქონდარა

400-500 გ შამპინიონი

1 ჩ.კ. ფქვილი

1 ჩ.კ. სახამებელი

ნახევარი ლიმნის წვენი

მარილი

წიწაკების მიქსი

5-7 ცალი სურნელოვანი წიწაკის მუხუდო

50 გ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2-3 ღერი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

ქათმის ბარკლები კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები მიქსი და შევბრაწოთ ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე, ზეთში და 25 გრ კარაქში. ქათამი გადავდოთ ცალკე, ტაფაზე კი მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ ღვინო და ვადუღოთ დაახლოებით 5-10 წუთი, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება. შემდეგ დავუმატოთ ნაღები და კიდე 1-2 წუთი ვადუღოთ.

ცალკე გავხსნათ ცოტაოდენ წყალშ ფქვილი და სახამებელი და დავუმატოთ სოუსს. კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებმდე.

ცალკე დარჩენილ კარაქში მოვთუშთ შამპინიონი, დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკები, ბეგქონდარა და სურნელოვანი მუხუდო.

დავამატოთ სოკო სოუსს, იქვე ჩავაწყოთ ქათმის ბარკლები და ყველაფერი ერთად მივიტ=ყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე. ერთად ვთუშთ ერთი 5-10 წუთი. გამოვრთოთ ქურა და დავუმატო წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page