top of page

გრილზე შემწვარი ქათამი ბოსტნეულით


აგარაკზე თუ ისევენებთ ან სახლში გრილი თუ გაქვთ, ამ სეზონზე მას, სავარაუდოდ, ხშირად იყენებთ. ჩვენი დღევანდელი რეცეპტიც გრილისთისაა, თუმცა ჩვეულებრივ ქურაზე, ტაფა-გრილზეც მშვენივრად მომზადდება.

დაგვჭრდება:

4 ქათმის მკერდი

10-12 შამპინიონი

1 თავი ხახვი

1 ბადრიჯანი

1 ყაბახი

2 პომიდორი

0,5 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი

0,5 ჩ.კ. ხმელი ბეგქონდარა

მარილი

წიწაკების მიქსი

4 ს.კ.ზეითუნის ზეთი

3 ს.კ. სოიოს სოუსი

2კბილი ნიორი

3-4 ს.კ. კეტჩუპი

1 ს.კ. ლიმნის წვენი

1 ს.კ. ვუსტერის სოუსი

დაჭყლეტილი ნიორი, ლიმნის წვენი, ზეთი, სოისო სოუსი, კეტჩუპი, ბაზილიკი და ბეგქონდარა, ვუსტერის სოუსი, მარილი და წიწაკები კარგად ავურიოთ ერთმანეთს. ჩავდოთ ამ მარინადში სასურველ ნაღრებად დაჭრილი ქათმის ფილე. შევდოთ მაცივარში და დავტოვოთ ასე დაახლოებით 3-4 საათი.

ბოსტნეული დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, სანელებლები. კარგად გახურებულ გრილს მოვუსვათ ცოტაოდენი ზეთი და შევწვათ ხორცი და ბოსტნეული. შეწვის დროს ხშირ-ხშირად ვაბრუნოდ და თან პერიოდულად წავუსვათ ხოლმე მარინადი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page