top of page

კარამელიზებული ნიოკი მოცარელათი და პომიდორი- ჩერით


ჩვენი გვერდის ვეგეტარიანელი (და არა მხოლოდ) მომხმარებლებისთვის კიდე ერთი შესანიშნავი, გემრიელი და მარტივი რეცეპტი იტალიური სამზარეულოდან.

​ნიოკის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

500 გ კარტოფილი

1 კვერცხი

150 გ ფქვილი

1 ჩ.კ. მარილი

ცალკე:

ერთი კონა ბაზილიკი

10-12 ცალი ჩერი პომიდორი

15-20 ცალი მინი-მოცარელას გუნდები

2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი

2 კბილი ნიორი

მარილი

შავი წიწაკა

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

25 გ კარაქი

კარტოფილი მოვხარშოთ თავის კანიანა, გავფცქვნათ და თბილი გავატაროთ ან დავტკეპნოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზოლოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქე ლენტებად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

ავადუღოთ წყალი, დავამატოთ ოდნავ მარილი და მოვხარშოთ ნიოკი პორციებად. ვხარშავთ დაახლოებით 10 წამი, როგორც კი ამოტივტივდება ზედაპირზე-მზადაა.

შემდეგ ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და გადავიტანოთ ამ ტაფაზე ჩვენი ნიოკი. ცოტა რომ დაიბრაწება ყველა მხრიდან, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და კარგად მოვურიოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი(რამდენიმე ღერი გადავინახოთ), შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი და კიდე კარგად მოვურიოთ. ერთ-ორ წუთში გამოვრთოთ ქურა, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი მოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ მოცარელას გუნდები და გადადებული ნორჩი ბაზილიკის ფოთლები.

ჩვენი კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page