ხაჭოს სუფლეს ტორტი კენკრას ჟელეთი
დღეს ვამზადებთ უმსუბუქეს და უგემრიელეს საზაფხულო ტორტს, თუმცა ძალიათ თუ მოგენატრებათ,ზამთარში გაყინული ხილითაც შეგიძლიათ მოამზადოთ.
შოკოლადის ფხვიერი ფენისთვის დაგვჭრდება:
2 კვერცხი
50 გ შაქარი
50 გ ფქვილი
2 ს.კ. კაკაო
0,5 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
სუფლეს ფენისთვის:
250 ლ ნაღები (33%)
250 გ ერთგვაროვანი ხაჭო
100 გ შაქრის პუდრა
ვანილი
3 ჩ.კ. ჟელატინი
100 მლ რძე
2 ს.კ. კონიაკი ან ალუბლის ნაყენი (ვიშნევკა)
ჟელეს ფენისთის:
300-350 გ კენკრა
2-3 ს.კ. შაქარი
3 ჩ.კ. ჟელატინი
ნახევარი ლიმნის წვენი და ცედრა
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კაკაო, სოდა,ლიმნის წვენი და ფქვილი. კარგად მოვურიოთ, გავანაწილოთ საცხობ ფორმაში (ფორმას უნდა ეხსნებოდეს გვერდები. წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი) და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით გამოსაცხობად.
გამომცხვარი შოკოლადის ბისკვიტი გავაგრილოთ, მოვაშოროთ საცხობი ქაღალდი და ისევ ჩავდოთ საცხობ ფორმაში.
ჟელაინი გავხსნათ რძეში და მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ გავაგრილოთ.
ამასობაში, შაქრის პუდრა და ხაჭო კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი, ნაღები, კნიაკი და კიდე კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ამ მასას გაგრილებული ჟელატინი და კარგად მოვურიოთ.
სუფლე ფრთხილად დავასხათ შოკოლადის ფენას და შევდოთ ნამცხვარი მაცივარში 2-3 საათით.
ამასობაში, ხილს მოვაყაროთ შაქარი და დავტოვოთ ერთი-ორი საათით. შემდეგ გადავწუროთ, წვენში გავხსნათ ჟელატინი, დავუმატოთ ლიმნის წვენი და ცედრა, მივიყვანოთ ადუღებამდე და შევაგრილოთ.
მოვასხთ ჟელე ნამცხვარს, ზევიდან კი მოვათავსოთ ხილი და ისევ შევდოთ მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით.
გემრიელად მიირთვით!