შოკოლადის სუფლე
დიდი ხანია შოკოლადის დესერტი არ მოგვიმზადებია, ჰოდა დღეს გამოვასწოროთ ეს შეცდომა. თან ზაფხულის ცხელი დრეების გათვალისწინებით მსუბუქი, ნაზი და ფაქიზი დესერტი, შოკოლადის სუფლე მოვამზადოთ.
დაგვჭირდება:
100 გ შავი შოკოლადი
50 გ კარაქი
70 გ შაქარი
2 კვერცხის გული
4 კვერცხის ცილა
წინასწარ მოვამზადოთ ფორმები: კარად წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. შევდოთ მაცივარში.
შოკოლადი და კარაქი კარგად გავალღვოთ ორთქლზე, დავუმატოთ შაქარი, კარგად მოვურიოთ, შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხის გულები (კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის)
ცალკე ავთქვიფოთ ცილები ბეზეს კონსისტენციამდე. შემდეგ დავიმაოთ ბეზე შოკოლადის მასას და ძალიან ფრთხილად მოვურიოთ.
გადავიტანოთ შოკოლადის მასა ფორმებში და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-8 წუთით. ამ დროში ჩვენი დუფლე კარგად უნდა ამოვიდეს და მომზადდეს.
გემრიელად მიირთით!