top of page

პროშუტო, მსხლის და გორგონძოლას სენდვიჩი


დღეს მოვამზადოთ ძალიან გემრიელი სენდვიჩი, რომელშიც გორგონძოლა, მსხალი და პროშუტო ძალიან საინტერესო და დახვეწილ შეხამებას ქმნიან.

ასეთი სენდვიჩები კარგია საუზმეზეც, ლანჩზეც. საღამოს მეგობრებთან ერთად თუ შეიკრიბებით და მსუბიქ ღვინოს მიირთმევთ, არც მაშინ დაგავიწყდეთ მათი მომზადება.

პროდდაგვჭირდება:

8-10 ნაჭერი მარცვლოვანი პური

100 გ პროშუტო

100 გ გორგონძოლა

1 ს.კ. კარაქი

1 კონა რუკოლა

1 მწიფე მსხალი

1 საშუალო თავი წითელი ხახვი

შავი წიწაკა

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. ძმარი

ზეთი, ძმარი და შავი წიწაკა კარგად ავურიოთ ერთმანეთს.

პურს თხლად წავუსვათ კარაქი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 წუთით. კარგად გავხუხოთ პური და შემდეგ ავაწყოთ ჩვენი სენდვიჩი: პურის ერთ ნაჭერზე დავდოთ რუკოლა, ზევიდან დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, შემდეგ პროშუტო, თხლად დაჭრილი მსხალი, გორგონძოლა და ზევიდან მოვასხათ დრესინგი. შემდეგ დავადოთ მეორე პურის ნაჭერი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page