შამპინიონის ქუდები მწყერის კვერცხით
ძალიან მარტივი, ძალიან გემრიელი და ძალიან ეფექტური აპეტაიზერი.
დაგვჭირდება:
10 ცალი შამპინიონი
10 ცალი მწყერის კვერცხი
100-150 გ გახეხილი ყველი პარმზანი, ან პეკორინო
მარილი
წიწაკების მიქსი
ცოტაოდენი ოხრახუში
ზეითუნის ზეთი
შამპინიონებს მოვაცალოთ ფეხი და ნახევრამდე ამოვავსოთ ყველით. ტაფაზე მოვასხათ ცოტაოდენი ზეტი და დავალაგოთ შამპინიონები. განოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, სანამ ყველი არ გადნება. ამის შემდეგ, ჩავახალოთ სათითაოდ ყველა ქუდში თითო კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევდოთ კიდე ერთი-ორი წუთით ღუმელში. კვერცხის ცილა რომ გასქელდება, ჩვენი შამპინიონები მზადაა.
გემრიელად მიირთვით!