top of page

პალტუსი მედიტერანულად


დაგვჭირდება:

1,5 კგ პალტუსის ან სხვა მსგავსი თევზის ფილე

1 კონა კამა

3-4 კბილი ნიორი

4 -5 ღერი მწვანე ხახვი

1 ლაიმის წვენი

1 ლიმონი

2 ს.კ. კაპერსი

შავი წიწაკა

1 ჩ.კ. ძირა

მსხვილი ზღვის მარილი

100 მლ ზეითუნის ზეთი

100 მლ თეთრი მშრალი ღვინო

თევზი გავარჩიოთ და მოზრდილ სტეიკებად დავჭრათ (5-6 სტეიკი გამოგვივა). მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ძირა.

ლიმონს გადავავლოთ მდუღარე წყალი და დავჭრათ თხელ რგოლებად.

თხლად დადვჭღათ ნიორი.

ცეცხლგამძლე ფორმაში მვასხათ ნახევარი ზეთი, დავალაგოთ თევზის ფილე. იქვე მივუწროთ დაჭრილი ნიორი, მწვანე ხახვი, კამა, მოვაყაროთ კაპერსები, ზევიდან დავალაგოთ ლიმნის რგოლები, მოვასხთ დარჩენილი ზეთი და შევდოთ 190-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15 წუთით. ამის შემდეგ მოვასხათ ღვინო და გამოვაცხოთ კიდე ერთი 5-10 წუთი. გამომცხვარ თევზს მოვასხათ ლაიმის წვენი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page