ტომატის სუპი ნუშის ფანტელით
მოვამზადოთ ჯანსაღი, მარტივი და ძლაინ გემრიელი წვნიანი სასრგებლო და მუბუქი ინგრედიენტებით.
დაგვჭირდება:
1 კგ მწიფე პომიდორი
1 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
პატარა კონა ბაზილიკი
600-800 მლ ბოსტბნეულის ბულიონი (ან წყალი)
1 ს.კ. ვაშლის ძმარი
1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
100 გ ნუშის ფანტელი
1 ჩ.კ. კურკუმა (ყვითელი კოჭა)
შავი წიწაკა
მარილი
პომიდორი გავფცქვნათ და ამოვაცალოთ თესლი.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ პომიდორი, ნიორი, წვრილად დაჭრილი ბაზილიკი (1-2 ღერი შემოვინახოთ) და ვთუშოთ დაახლოებით 5 წუთი. დავუმატოთ ნახევარი ნუში, მარილი, კურკუმა და კიდე 1-2წუთი ვთუშოთ. შემდეგ დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ბულიონი, ძმარი და მოვხარშოთ 2-3 წუთი.
გამზადებული წვნიანი გადავიტანოთ ფიალებში და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი, წიწაკა და მოხალული ნუში.
გემრიელად მიირთვით!