top of page

პორტობელო პიცა


დღეს ჩვენ მოვამზადებთ ყველასთვის საყვარელ პიცას, მხოლოდ ცომის ნაცვლად გამოვიყენებთ სოკოს, რომელიც შამპინიონის მეგობარია და მას პორტობელო ეწოდება. მას ძალიან გემრიელი არომატი და სტრუქტურა აქვს და მისი ქუდები დიამეტრში შამპინიონებზე გაცილებით მეტია. სწორედ ამიტომ მისი გამოტენვა სხვადასხვა შიგავსით გაცილებით უფრო მარტივია.

გემრიელი, მსუბუქი და ორიგინალური ვახშამი გამოგვივა.

დაგვჭირდება:

6-8 მოზრდილი ზომის პორტობელი

10 მინი მოცარელას გუნდა

10-12 პომიდორი ჩერი

6-8 თხელი ნაჭერი ბეკონი ან ლორი (ვეგეტარიანული ვაიანტისთვის ნუ დაუმატებთ)

100 გ პარმეზანი

ზეითუნის ზეთი

ერთი კონა ბაზილიკი

მარილი

შავი წიწაკა

სოკოს მოვაცალოთ ფეხი და კოვზით ამოვღრუტნოთ. დავალაგოთ ცცხლგამძლე ფორმაზე, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით.

ამის შემდეგ მოვათავსოთ პორტობელოს ქუდებში ცოტაოდენი პესტო, ზევიდან დავალაგოთ მოცარელა, ბეკონი ფირფიტები და რგოლებად დაჭრილი ჩერი, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და ისევ შევდოთ ღუმელში დაახლოებით 5-10 წუთით. შემდეგ მოვაყაროთ ბაზილიკის ფოთლები, მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page