მარტივად და სწრაფად მოვამზადოთ გემრიელი და ნოყიერი სენდვიჩი პომიდორით და მოცარელათი.
დაგვჭრდება:
8 ნაჭერი პური
150-200 გ მოცარელა
3-4 ტოტი ბაზილიკი
2 კბილი ნიორი
3-4 მწიფე პომიდორი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
15-20 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
პომიდორი თხლად დავჭრათ, ასევე მოცარელა. ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ კარაქს. წავისვათ კარაქი პურის ნაჭრებს, შემდეგ დავალაგოთ ზევიდან მოცარელა, პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, შემდეგ ისევ მოცარელა, ბაზილიკის ფოთლები და დავადოთ ზევიდან მოერე ნაჭერი პური. მოვასხათ ცოტაოდენი ზეიტუნის ზეთი და შევდოთ 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით.