პასტა რატატუი
ჩვენ დღევანდელ სადილში იტალიურ პასტას და ფრანგულ რატატუის გავაერთიანებთ და უგემრიელეს სეზონურ კერძს მივიღებთ- სასარგებლოს და მარტივად მოსამზადებელს.
დაგვჭირდება:
500 გ პასტა (სპაგეტი, ტალიატელე...)
2 საშუალო ზომის ბადრიჯანი
2 საშუალო ზომის ყაბახი
2 თავი ხახვი
500 გ პომიდორი ჩერი
5-6 ცალი პომიდვრის ჩირი
4-5 კბილი ნიორი
დანის წვერზე ბეგქონდარა
დანის წვერზე ბაზილიკი
დანის წვერზე ორეგანო
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. ტომატ-პასტა
3-4 ღერი შაშკვლავი
3-4 ღერი ოხრახუში
მარილი
შავი წიწაკა
50-100 გ გახეხილი პარმეზანი
კარაგად ავურიოთ ზეთი და ტომატი, დავმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, პომიდვრის ჩირი, მარილი, წიწაკა, ხმელი ბაზილიკი, ორეგანო და ბეგქონდარა.
კუბებად დავჭრათ ყაბახი, ბადრიჯანი და ხახვი, დავუმატოთ პომიდორი ჩერი და მოვასხათ ბოსტნეულს ზეთის და ტომატის ნაზავი. კარგად მოვურიოთ, გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთით. სანამ ბოსტნეული ცხვება, ერთი-ოჯერ მოვურიოთ.
მოვხარშოთ პასტა ალ დენტე, გადავწუროთ და შევურიოთ გამზადებული რატატუი,ზევიდან კი მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ბაზილიკი და გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!