ქათმის რულეტი პროშუტოს და სოკოს შიგთავსით
დაგვჭირდება:
4 ქათმის მკერდი
8 თხელი ნაჭერი პროშუტო
8 თხელი ნაჭერი ქოლანდიური ყველი
პატარა კონა ბაზილიკი
500 გ შამპინიონი და პორტობელო
500 მლ ქათმის ბულიონი
1 თვაი ხახვი
1 ს.კ. შაქარი
მარილი
შავი წიწაკა
1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
1 ს.კ. ზეთი
20 გ კარაქი
3-4 ღერი ოხრახუში ან ბეგქონდარა, თქვენი გემოვნებით
ქათმის მკერდი დავბეგვოთ და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. შემდეგ თითოეულ ქათმის ნაჭერზე დავდოთ 2-2 ნაჭერი პროშუტო, ზევიდან დავადოთ ყველი, შემდეგ ბაზილიკის ფოთლები. გადავახვიოთ რულეტები და შევკრათ კულინარიული ძაფით.
სქელძირიან ტაფაზე გავახუროთ ზეთი და ნახევარი ულუფა კარაქი და შევწვათ ქათმის რულეტები ყველა მხრიდან, შემდეგ კი შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 წუთით.
ტაფაზე კი დავამატოთ დარჩენილი კარაქი და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, რომ მოიბრაწება, დავუმატპოთ შაქარი, გავუკეთოთ კარამელიზაცია. შემდეგ დავუმატპთ თხლად დაჭრილი სოკო. შევწვათ დაახლოებით 5 წუთი. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, შემდეგ ქათმის ბულიონი, ძმარი და ვხარშოთ, სანამ არ შესქელდება, ერთი 10-15 წუთი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ბეგქონდარა და გამოვრთოთ ქურა.
ქათმის რულეტები გადავიტანოთ თეფშზე, დავჭრათ ლამაზ ნაჭრებად და მოვასხათ სოკოს ბულიონი.
გემრიელად მიირთვით!