გამომცხვარი ქორჭილა კამით და ხახვით
დაგვჭირდება:
2 ქორჭილა (ასევე გამოდგება კალმახი, სიბასი და სხვ.)
4 თავი ხახვი
ერთი კონა კამა
1-2 კბილი ნიორი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
1 ლიმონი
1 ს.კ. ფქვილი
150 მლ თეთრი ღვინო
მარილი
დანის წვერზე მუსკატი
5-6 სურნელოვანი წიწაკის მარცვალი
1 დაფნის ფოთოლო
თევზი გავასუფთავოთ, გამოვშიგნოთ.
2 თავი ხახვი დავჭრათ თხლად, ასევე კამა. მოვათავსოთ ერთად, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ლიმნის წვენი და ცედრა, მარილი. გამოვტენოთ ამ მასით თევზი და გადავახვიოთ კულინარიული ძაფოთ.
შევდოთ თევზი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით.
დანარჩენი ხახვი მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ ღვინო, მუსკატი, სურნელოვანი წიწაკა, დაფნის ფოთოლი ვადუღოთ ერთი 10-15 წუთი, შემდეგ კი ცალკე მოვხალოთ ფქვილი და კარაქი და ეს მასა შევურიოთ სოუსს. ცოტა ხანი ერთად ვთუშოთ, რომ გასქელდება, გამოვრთოთ ქურა.
გამზადებულ თევზს მოვასხათ ხახვის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!