კარამელიზებული ხახვის და თხის ყველის ტარტი
დაგვჭირდება:
1 პორცია ფენოვანი ცომი (250-300 გ)
200 გ თხის ყველი
2 დიდი ხახვი
1 ს.კ. შაქარი
1 ს.კ. ბალზამიკო
3-4 ღერი ბეგქონდარა
1 კვერცხი
1 ს.კ. ნაღები ან არაჟანი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გკარაქი
მარილი
წიწაკების მიქსი
ხახვი დავჭრათ რგოლებად. ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავდოთ კარაქი, შემდეგ დავალაგოთ ხახვის რგოლები ისე, რომ არ დაიშალოს. მოვაყაროთ შაქარი, მარილი, წიწაკები, მოვასხათ ბალზამიკო და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.
ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში. ზევიდან გავანაწილოთ ყველი, შემდეგ დავალაგოთ კარამელიზებული ხახვი რგოლები, მოვაყაროთ ბეგქონდარა.
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და არაჟანი და გადავუსვათ ზევიდან ღვეზელს. შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!