ღუმელში გამომცხვარი პური ნივრით და სანელებლებით
დაგვჭრდება:
500 გ ფქვილი
1 ჩ.კ. საფუარი
0,5 ჩ.კ. მარილი
0,5 ჩ.კ. შაქარი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. კარაქი
200 გ გახეხილი ყველი (მაგალითად, შებოლილი სულგუნი ან ნებისმიერი სხვა თქვენ სურვილით)
300 მლ წყალი
3-4 ღერი ბაზილიკი
3-4 ღერი ოხრახუში
2 კბილი ნიორი
1 ღერი როზმარინი
ფქვილს შევურიოთ საფუარი, შაქარი, მარილი და თბილი წყალი. მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და 1-2 საათით ამოსაფუებლად დავტოვოთ. ამის შემდეგ, შევურიოთ დარბილებული კარაქი და ზეთი, კიდე მოვზილოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი და გახეხილი ყველი. კიდე გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ 1 საათით ამოსაფუებლად.
ამის შემდეგ, გადავიტანოთ ცომი ფორმაში,დავტოვოთ ასე ერთი 20 წუთი და შემდეგ გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურბლ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!