შამპინიონი ბეგქონდარათი და ნივრით
დღეს მოვამზადებთ გემრიელ და ნოყიერ ვეგეტარიანულ კერძს შამპინიონით.
დაგვჭირდება:
500 გ შამპინიონი (მომცრო ზომის შეარჩიეთ)
2-3 კბილი ნიორი
2-3 ღერიბეგქონდარა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1ს.კ. ზეითუნის ზეთი
50-100 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
სქელძირიან ტაფაზე კარგად გავახურო ზეთი, დავმატთ კარაქი და შევწვათ მთელ-მთელი შამპინიონები. რამდენიმე წუთში, როცა სოკო გაოქროსფერდება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, 1-2 წუთში მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, შემდეგ დავუმატოთ ბეგქონდარა, კარგად მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!