კრამპეტ- ინგლისური მაჭკატები ჟოლოთი და თაფლით ჯეიმი ოლივერის რეცეპტით
კრამპეტ (ინგლ. crumpet) ინგლისური მაჭკატებია.მათ ბრიტანეთში ხშირად მიირთმევენ საუზმეზე თაფით, ჯემით, არაქისის კარაქით და სხვა გემრიელობებით.
ჩვეულებრივი მაჭკატებისგან კრამპეტები განსაკუთრებით ფორიანი და მაღალია.
ჩვენ დღეს მოვამზადებთ კრამპეტებს ჟოლოს და თაფლის სოუსით ცნობილი მზარეულს, ჯეიმი ოლივერის რეცეპტით, რომელიც ოდნავ ჩვენებურად შევცვალეთ.
ფაგვჭირდება:
600 მლ რძე
500 გ ფქვილი
1 ჩ.კ. შაქარი
1ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. საფუარი
დანის წვერზე-დარიჩინი
სოუსისთვის:
250 გ რიკოტა (შეგიძლიათ შეცვალოთ ნაზი, ერთგვაროვანი კონსისტენციის ხაჭოთი)
1 ლიმნის ცედრა
2 ს.კ. თაფლი
300- 400 გ ჟოლო
იდეალურ კრამპეტებს სპეციალურ მეტალის რგოლების დახმარებით წვავენ. ამ შემთხვევაში ისინი იდეალურად მრგვალი და ერთნაირი ზომის გამოდის. მაგრამ ამ მეტალის რგოლების გარეშეც მშვენივრად შეგვიძლია გამოვაცხოთ კრამპეტები ტაფაზე.
თბილ რძეს დავუმატოთ შაქარი, მარილი, საფუარი, დარიჩინი, ფქილი და მოვზილოთ ცომი. ცომი ერთი 15-20 წუთით დავტოვოთ, საფუარი რომ ამუშავდეს. ამასობაში, რიკოტას დავუმატოთ ლიმონის ცედრა და თაფლი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ ნახევარი ჟოლო დავჭყლიტოთ ჩანგლით და შევურიოთ რიკოტას კრემს ფრთხილად. არ ავთქვიფოთ,ამ შემთხვევაში არ გვჭირდება ერთგავროვანი მასა, პირიქით, უნდა მივიღოთ რიკოტას კრემი ჟოლოს ჩანართებით. შევინახოთ რიკოტა მაცივარში და დავიწყოთ მაჭკატების ცხობა.
სქელძირიანი ტაფა კარგად გავახუროთ, მოვასხათ ცოტა ზეთი, გავანაწილოთ კარგად მთელ ზედაპირზე და კოვზით დავდოთ ლამაზი, მრგვალი მაჭკატები. თუ თქვენ შეიძენთ სპეციალურ მეტალის რგლებს, მაშინ მაჭკატებს ფორმაც იდეალური ექნება.
კრამპეტებს ძალიან დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე დაახლოებით 15 წუთი, შემდეგ ამოვაბრუნებთ და კიდე 5-10 წუთი მეორე მხრიდან.
გამზადებულ კრამპეტებს მოვასხათ რიკოტას სოუსი და გვერდზე მივუწყოთ ცოტაოდენი ცოცხალი ჟოლო. განსაკუთრებით მოუხდება ჩვენ კრამპეტებს კარგი შავი ჩაი ლიმონით.
გემრიელად მიირთვით!