ქათამი ქარის სოუსში ქოქოსის რძით
დიდი ხანია არ მოგვიმზადებია აზიური კერძები, ჰოდა დღეს გადავწყვიტეთ გემრიელი და ძალიან არომატული ქათმის კერძის მომზადება ინდური მოტივებით. არაჩვეულებრივი სადილი ან ვახშამი გამოვა მთელი ოჯახისთვის.
დაგვჭრდება:
1 კგ ქათმის ხორცი (ფილე, ბარკლები თავისიგადანახსენით)
1 სტაფილო
1 მწვანე ბუგარული წიწაკა
2-3 კბილი ნიორი
2 თავი ხახვი
4-5 პატარა მარგალიტა ხახვი
1 საშუალო კარტოფილი
1 დაფნის ფოთოლი
500 მლ ქოქოსის რძე (იყიდება დიდი მარკეტებში, კონსერვირებული)
2 ს.კ. გატარებული თხილი კეშიუ (ნიგოზი ან ნუშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ)
2 მარცვალი მწვანე კარდამონი
დანის წვერზე დარიჩინი
2 ცალი მიხაკი
3 -4 ცალი სურნელოვანი წიწაკის მუხუდო
1 ჩ.კ. ქარი
მარილი
ქათამი კარგად გავრეცხოთ და დავანაწევროთ, ჩავდოთ სქელძირიან ქვაბში, დავაყაროთ თხლად დაჭრილი ხახვი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვთუშოთ, სანამ ქათამი თითქმის არ მომზადდება. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო 1-2 წუთი ვთუშოთ, მოვურიოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული, პატარა მაგრალიტა ხახვები. ცალკე ჯამში ერთად ავურიოთ კეშიუ, ნიორი, კარდამონი, დარიჩინი, ქარი, დაფქული კარდამონი, მარილი და დავუმატოთ ქათამს ეს მასა. იქვე ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, მიხაკის მარცვლები, სურნელოვანი წიწაკის მუხუდო, მოვურიოთ და მოვასხათ ქოქოსის რძე, ვთუშოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 10 წუთი.
თუ ქოქოსის რძე ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ ნაღებით შეცვალოთ, მაგრამ ქოქოსი მეტად შესძენს ჩვენ კერძს აზიურ ნოტებს.
გემრიელად მიირთით!