top of page
Поиск

ნაზი რიკოტას კექსი ლიმონით

  • Manana
  • 5 авг. 2016 г.
  • 1 мин. чтения

დაგვჭირდება:

250 გ რიკოტა

50 გ კარაქი

100 გ შაქარი

2 კვერცხი

125გ ფქვილი

მწიკვი მარილი

0,5 ჩ.კ. სოდა

1 ლიმონის წვენი და ცედრა

ვანილი

შაქრის პუდრა

კარგად დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, რიკოტა და ლიმონის ცედრა. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ ვანილი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და ფქვილი. კარგად მოვურიოთ.

გამოვაცხოთ 180 გდადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.

გამომცხვარი კექსი გავაგრილოთ და მოვაყაროთ პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page