ცუკინის სუპი სიმინდით და პიტნით
დაგვჭირდება:
2 ცუკინი (შეგიძლიათ ყაბაყიც გამოიყენოთ, თუმცა ცუკინი უფრო გემრიელია)
1 საშუალო ქილა სიმინდი
1 მწვანე წიწაკა (სიცხარე თვენი გემოვნებით დაარეგულირეთ)
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
500 მლ ბულიონი ან წყალი
250 მლ საშუალოდ ცხიმიანი ნაღები
20 გ კარაქი
50 გ პარმეზანი ან უფრო ნეიტრალური ჰოლანდიური ყველი
დანის წვერზე-მუსკატი
რამდენიემე ღერი პიტნა (ან ოხრახუში)
მარილი
წიწაკების მიქსი
სქელძირიან ქვაბში კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, შემდეგ კუბებად დაჭრილი ცუკინი და მწვანე წიწაკა, ნახევარი ქილა სიმინდი, მოვურიოთ, დავასხათ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ ცუკინი არ დარბილდება. შემდეგ დავუმატოთ 200 მლ ნაღები, მარილი მუსკატი და როგორც კი დუღილს დაიწყებს, გამოვრთოთ ქურა. დაბავლენდეროთ ეს მასა.
გადავიტანოთ ფიალებში და ყველა პორციას სათითაოდ დავუმატოთ თითო ჩაის კოვზი ნაღები, გახეხილი პარმეზანი, მოვაყაროთ წიწაკების მიქსი, პიტნის ფოთლები (ზაფხულის სეზონს პიტნა განსაკუთრებით უხდება, თუმცა ამ წვნიანს ოხრახუშიც კარგად ეხამება), და გადადებული სიმინდის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!