top of page

მოცვის მაფინები

  • 8 авг. 2016 г.
  • 1 мин. чтения

დღეს საუზმისთვის მოცვის მაფინებს გთავაზობთ. მარტივი მოსამზადებელია და ძლაიან გემრიელი. ამის გარდა, კარგად მოხუფულ ჭურჭლში რამდენიმე დღე მშვენივრად ინახება, ასე რომ ნუ დაიზარებთ და მოამზადეთ ჩვენთან ერთად.

დაგვჭრდება:

2 კვერცხი

250 გ შაქარი

150 გ კარაქი

200 მლ რძე

350 გ ფქვილი

მწიკვი მარილი

ვანილი

1 ჩ.კ. სოდა

1 ს.კ. ლიმონის წვენი

150-200 გ მოცვი

შაქრის პუდრა

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, მწიკვი მარილი, რძე, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და ფქვილი. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ მოცვი და კიდე ფრთხილად მოვურიოთ.

12 საშუალო ზომის მაფინის ფორმას კარგად წავუსვათ კარაქი, შემდეგ გადავიტანოთ ცომი ისე, რომ ფრომის 3/4 შეავსოს და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.

გამომცხვარი მაფინები გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Комментарии


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page