top of page

ბოსტნეულთან მოთუშული ქათამი


დაგვჭირდება:

2 ქათმის მკერდი

2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა

1 თავი ბროკოლი

1 მწვანე ცხარე წიწაკა

1 სტაფილო

0,5 ჩ.კ. პაპრიკა

წიწაკების მიქსი

მარილი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი. ტაფა გავახუროთ, მოვასხთ 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ კარაქი და შევწვათ ქათმის ფილე ორივე მხვრიდან.

გავახუროთ ცალკე ღრმა სქელძირიანი ტაფა (საუკეთესო ვარიანტია ტაფა-ვოკი) მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი, დავყაროთ ისრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სტაფილო, ერთ-ორ წუთში დავუმატოთ ბროკოლი, ვთუშთ ერთი 3-4 წუთი და მოვაყაროთ მარილი, წიწაკები, პაპრიკა, შემდეგ დავუმატოთ ქათამი და კიდე ერთი 3-4 წუთი ვთუშოთ ყველაფერი ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page