top of page

მწვანე ბარდას კრემ-სუპი


ჩვენი დღევანდელი კრემ-სუპი ერთნაირად გემრიელია ცივიც და ცხელიც. ამიტომ, ის ერთნაირად სასიამოვნოდა ზაფხულშიც და ზამთარშიც.

დაგვჭირდება:

250 გ მწვანე ბარდა

1 კონა მწვანე ხახვი

1 საშუალო კარტოფილი

1 კბილი ნიორი

პატარა კონა პიტნა

1 ს.კ. ლაიმის ან ლიმონის წვენი

150 მლ მაღალცხინიანი ნაღები

20 გ კარაქი

მარილი

წითელი წიწაკა ჩილი

მწვანე ხახვი დავჭრათ და ოდნავ მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, 1-2 წუთი ვთუშოთ ერთად და დავასხათ 1 ლიტრამდე წყალი. ვხარშოთ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მწვანე ბარდა (ცოტა გადავინახოთ მოსართავად) და ვადუღოთ კიდე დაახლოებით 4-5 წუთი.

ამის შემდეგ გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ წვნიანს ნაღები, პიტნა, ლაიმის წვენი, მარილი და დავაბლენდეროთ. ბოლოს, მოვაყაროთ გადანახული ბარდა და წითელი წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page