პურში გამომცხვარი პიცა
პიცის მოყვარულებს და მკვლევარებს ძალიან მოეწონებათ ეს რეცეპტი. მით უმეტეს, ცომთან ზოზინი არ დაგირდებათ, უმარტივესად და უსწრაფესად მომზადდება.
დაგვჭირდება:
1 თეთრი ბატონი
1 მწიფე პომიდორი
1 წითელი ბულგარული
100 გ მოცარელა
100 გ პარმეზანი
200 გ შამპინიონი
4-5 ფირფიტა ბეკონი
1 ჩ.კ. ორეგანო
მარილი
შავი წიწაკა
წიწაკებით და სუნელებით არომატიზებული ზეითუნის ზეთი
პურს ამოვჭრათ ზედაპირი და ამოვაცალოთ გული. ცარიელი ნავი დაგვრჩება. ამოვავსოთ ეს ნავი ფენა-ფენა დაჭრილი პომიდორით, მოცარელათი, სოკოთი, ბულგარულით და ბეკონით. ზევიდან მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ორეგანო, დავხეხოთ პარმეზანი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუნელში ერთი 15 წუთით.
გამზადებულ პიცას მოვასხთ ცოტაოდენი არომატიზებული ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!