პასტა ალფრედო ბეკონით და მწვანე ბარდათი
დაგვჭირდება:
500 გ პატსა
200 გ შამპინიონი
100 გ ბეკონი
300 გ მწვანე ბარდა (გაყინული)
100 გ მოცარელა
100 გ პარმეზანი
250 მლ ნაღები
პატარა კონა ბაზილიკი
შავი წიწაკა
თეთრი წიწაკა
მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
პასტა მოვხარშოთ ალ დენტე.
ბეკონი დავჭრათ და ცოტა მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ სოკო, შემდეგ ბარდა. მოვაყაროთ მარილი, წიწაკები, დავუმატოთ ნაღები, მოცარელა, ერთი ჩამჩა წყალი, რომელშიც იხარშებოდა პასტა და მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა. შემდეგ გადავოტანოთ ამ სოუსში პასტა, მოვაყაროთ ბაზილიკი, გახეხილი პარმეზანი და ერთხელ კიდე კარგადა მოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!.