დარბილებული კააქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ რძე, ლიმონის ცედრა, ვანილი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა. ბოლოს შევურიოთ ფქვილი და ნუში. მოვურიოთ კარგად და გადავიტანოთ მაფინების ფორმებში. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
შაქრის პუდრას შევურიოთ ლიმონის წვენი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ შაქარი არ გადნება.
გამომცხვარი თბილ მაფინებს მოვასხათ ლიმონის სიროპი და შემდეგ გავაგრილოთ.