top of page

მაყვლის ნამცხვარი ლიმონის და მასკარპონეს კრემით


ცომისთვის დაგვჭირდება:

250 გ კარაქი

250 გ შაქარი

5 კვერცხის გული

1 ლიმონის ცედრა

300 გ ფქვილი

სოდა

1 ს.კ. ლიმონის წვენი

მწიკვი მარილი

ვანილი

ლიმონის კრემისთვის დაგვჭირდებვა:

4 კვერცხი

200 გ შაქარი

4 ლიმონი

50 გ კარაქი

ვანილი

მასკარპონეს კრემისთვის:

250 გ მასკარპონე

100 გ შაქრის პუდრა

2 ს.კ. ლიმონის წვენი

ვანილი

1-2 ს.კ. რომი ან კონიაკი

250 მლ მაღალი ცხიმიანობის ნაღები

300-400 გ მაყვალი

მოვამზადოთ ლიმონის კრემი: კარგად გარეცხილ ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმონის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება. გამუდმებით ვურიოთ.

მოვამზადოთ მასკარპონეს კრემი: მასკარპონე და შქრის პუდრა ავთქვიფოთ, დავუმატოთ ლიმონის წვენი, ვანილი,რომი. ცალკე კარგადა ვტვიფოთ ცივი ნაღები და შევურიოთ ამ მასას. შევდოთ კრემი მაცივარში.

ბისკვიტისთვის კარგად გავთქვიფთ კარაქი და შაქარი, შემდეგ დავუმატოთ კვერცხის გულები, მწიკვი მარილი და ფქვილი. კარგადმოვურიოთ ყველაფერს და გამოვაცხოთ 2 ფირფიტა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

გაგრილებულ ფირფიტას წავისვათ ლიმონი კრემი, შემდეგ დავალაგოთ ერთი ფენა მაყვალი, გადავუსვათ მასკარპნეს კრემი და დავაფაროთ ზევიდან მოერე ფენა ნამცხვარი. ზევიდან ისევ წავუსვათ მასკარპონეს კრემი და მოვრთოთ მაყვლით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page