ჟოლოს და ლიმონის ჩიზქეიქი
- Manana
- 17 авг. 2016 г.
- 1 мин. чтения

ძირისთვის დაგვჭირდება:
150 გ ნეიტრალური გემოს ორცხობილა
50 გკარაქი
100 გშავი შკოლადი
შიგთავსისთვის:
200გ ხაჭო
350 გ კრემჩიზი
300 გ მარლი ცხიმიანობის ნაღები
4 კვერცხი
200 გ შაქარი
2 ს.კ. ლიმონჩელო
1 ლიმონის ცედრა და წვენი
1 ს.კ. სახამებელი
ვანილი
ჟოლოს სოუსისთვის:
2 ჭიქა ჟოლო
100 გ შაქარი
1 ჩ.კ. შელატინი
ორცხობილა დავფშვნათ, შევურიოთ დამდნარი კარაქი და შოკოლადი. კარგად მოვურიოთ და გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. კარგად გადავასწოროთ და ჩავტკეპნოთ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი. (გამოვიენოთ 26 სმ დიამეტრის ფორმა)
ამასობაში, კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ვანილი, ლიმონჩელო, ლიმონის ცედრა და წვენი. შემდეგ შევურიოთ სახამებელი, კარგად ავთქვიფოთ. ხაჭო გავატაროთ თხელ საცერში და შევურიოთ კვერცხის მასას. ასევე, დავუმატოთ კრემჩიზი და ნაღები.
დავასხათ ეს მასა გამომცხვარ ძირს, შემდეგ შევდოთ ერთი 25 წუთით ღუმელში.
გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ ღუმელშვე. შემდეგ მოვამზადოთ ჟოლოს მინანქარი. ამისთვის ჟელატინი ჩავალბოთ 50 მლ წყალში, შემდეგ დავუმატოთ ერთი ჭიქა ჟოლო და 100 გ შაქარი. მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ 1-2 წუთი და გამოვრთოთ ქურა. გავატაროთ ეს მასა თხელ საცერში, შევაგრილოთ და მოვასხათ ჩვენ ჩიზქეიქს. ზევიდან დავალაგოთ ცოხალი ჟოლო და შევდოთ ჩიზქეიქი მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
გემრიელად მიირთვით!