top of page

ხაჭოს ნამცხვარი ატმით

დილა გემრიელი და ჰაეროვანი საუზმით დავიწყოთ. კარგ შამ ყავას ძალინ მოუხდება ჩვენი ხაჭოს ნამცხვარი.

დაგვჭირდება:

100 გ კარაქი

200 გ შაქარი

2 კვერცხი

300 გ ხაჭო

125 მლ ნაღები

1 ჭიქა ფქვილი

1 ს.კ. სახამებელი

სოდა

2 ს.კ. ლიმონის წვენი

1 ლიმონის ცედრა

ვანილი

250-300 გრ ატამი (ზამთარში ამ რეცეპტისთვის კონსერვირებული ატამიც გამოდგება. ამ შმეთხვევაში შაქრის რაოდენობას ვამცირებთ)

ფქვილი, სოდა, ლიმონის წვენი, ნაღები და კარაქი ერთად ავურიოთ, მოვზილოთ ცომი და შევინახოთ ერთი 40 წუთით მაცივარში.

კვერცხის გულები და შაქარი კარგა ავთქვიფოთ, დავუმატოთ ხაჭო, ლიმონის ცედრა, ვანილი და სახამებელი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და შევურიოთ ფრთხილად ამ მასას.

ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ საცხობ ფორმაში, ზევიდან მოვასხათ შიგთავსი და დავალაგოთ დაჭრილი ატამი.

გამვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page