top of page

წიწიბურას ფქვილის ქიში მწვანე ხახვით და ყველით

დღეს მოვამზადოთ სასარგებლო და ძალიან გემრიელი ფრანგული ღვეზელი მწვანე ხახვის შიგთავსით და ცომისთვის გამოვიყენოთ არა ხორბლის, არამედ წიწიბურას ფქვილი.

ქიშის ცომისთის დაგვჭირდება:

120 გ კარაქი

200 გ წიწიბურას ფქვილი (მზას თუ ვერ შეიძენთ, უბრალოდ დაფქვით წიწიბურა)

1 კვრცხი

მწიკვი მარილი

შიგთავსისთვის დაგვჭირდება:

200 გ მწვანე ხახვი

3 კვერცხი

300 მლ მაღალი ცხიმიანობის ნაღები

100 გ ჰოლანდიური ყველი

50 გ პარმეზანი

20 გ კარაქი

მარილი

წიწაკების მიქსი

ფქვილს დავუმატოთ მარილი, ცივი კარაქი და ავკეპოთ, დავუმატოთ კვერცხი. თუ საჭირო იქნება, 2 ს.კ. ძალიან ცივი წყალი. მოვზილოთ ცომი. ცომი ხელებით გავანაწილოთ ტარტის ფორმაში. ფორმას წინასწარ წავუსვათ კარაქი. შევდოთ ერთი 10 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ამასობაში, ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვთუშოთ ცოტა კარაქში. შემდეგ გადავიტანოთ ცომზე.

კარგად ავთვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ნაღები, გახეხილი ყველი, მარილი და წიწაკები და მვასხათ ეს მასა ხახვს. შევდოთ ღუმელშ დაახლოებით 30 წუთით.

გამომცხვარი ქიში ერთნაირად გემრიელია ცხელიც და ცივიც.

გემრიელად მიიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page