top of page

კარტოფილის სალათი ჩერი პომიდორით


ჩვენი დღევანდელი სალათი გამოდგება დამოუკიდებელ კერძადაც და გარნირადაც ხორციან კერძთან. ლანჩისთვის და ვახშმისთვის მშვენიერი ვარინატია.

დაგვჭირდება:

500 გ კარტოფილი (შეეცადეთ მომცრო ზომის კარტოფილები აარჩიოთ)

400-500 გ ნედლი მწვანე ლობიო (კონსერვირებულს გაყინულის შეძენა სჯობს)

1 თავი წითელი ხახვი

200-300 გ პომიდორი ჩერი

პატარა კონა კამა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. დიჯონის მდოგვი

მარილი

შავი წიწაკა

კარტოფილი კარგად გავრეცხოთ ჩოთქით და მოვხარშოთ, მაგრეამ არ ჩავხარშოთ. გავაგრილოთ და დავჭრათ მსხვილ რგოლებად. მოვწალოთ მწვანე ლობიო. ხახვი დავჭრათ რგოლებად. პომიდორი ჩერი გავჭრათ შუაზე.

ბოსტნეული მოვათავსოთ ერთად, დავუმატპთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და შავი წიწაკა. მოვურიოთ.

ზეითუნის ზეთი და მდოგვი კარგად ავთვიფოთ ერთად და მოვასხათ ეს დრესინგი ჩვენ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page