რაბატონი- იტალიური ისპანახის და ყველის ბურთულები
დღეს საღამოს ისევ იტალიურ სამზარეულოს დავუთმობთ დროს და მოვამზადებთ უგემრიელს ისპანახის და ყველის ბურთულებს- რაბატონის.
დაგვჭირდება:
600 გ ისპანახი (ან წითელი ფხალის ფოთლები)
4 კვერცხი
300 გ ყველი რიკოტა (შეგიძლიათ კარგი ნადუღით შეცვალოთ)
100 გ პარმეზანი
20 გ კარაქი
1-2 ღერი ოხრახუში
1-2 ღერი ბეგქონდარა
2 ს.კ. საფანელი
მარილი
წიწაკა
ფქვილი
2 ს.კ. რძე
ისპანახი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში, შემდეგ კარგად გავწუროთ და წვრილად დავკეპოთ დანით. დავუმატოთ რიკოტა, კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნახევარი ულუფა პარმეზანი, მარილი, წიწაკა, საფანელი და კარგად მოვურიოთ.
გამოვძერწოთ ამ მასიდან პატარა ბურთულები. ამოვავლოთ ფქვილში და მოვხარშოთ ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონში, ან სულაც წყალში. რაბატონი მზადაა, როგორც კი ამოტივტივდება. ამის შემდეგ, ცეცხლგამძლე ჭურჭელს კარგად წავუსვათ კარაქი, ჩავალაგოთ შიგნით ჩვენი რაბატონები, მოვასხათ 2 ს.კ, რძე, მოვაყართ დარჩენილი პარმეზანი და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ გაოქროსფერდება.
გემრიელად მიირთვით!