დორადო გრილზე ნივრით, როზმარინით და ლიმონით
დორადო განსაკუთრებით გემრიელია გრილზე შემწვარი. ჰოდა სანამ აგარაკების სეზონი დასრულებულა, ერთხელ ეს გემრიელი და მარტივი რეცეპტიც გამოიყენეთ, შედეგით კმაყოფილები დარჩებით, მერწმუნეთ!
დაგვჭრდება:
2 დორადო
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ტოტი როზმარინი
4 კბილი ნიორი
2 ლიმონი
მარილი
შავი და თეთრი წიწაკები
დორადო კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ.
ზეითუნის ზეთშ შევურიოთ 1 ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა და კარგად წავისვათ თევზს გარედანაც და შიგნიდანაც. როზმარინით და ნივრის ნაჭრებით გამოვენოთ თევზის მუცელი. შემდეგ მოვათავსოთ დორადო გრილზე და შევწვათ ორივე მხრიდან 10-12 წუთი.
ხოლო თუ დორადოს სახლის პირობებში ამზადებთ , მაშინ ღუმელში, გრილის რეჟიმზე მომაზადეთ დაახლოებით 30-40 წუთი. ასევე, შეგიძლიათ ფოლგაშიც გამოაცხოთ
გრილზე შემწვარ დორადოს განსაკუთრებით მოუხდება ასევე გრილზე შემწვარი ბოსტნეულის გარნირი.
გემრიელად მიირთვით!