top of page

მოცვის და ლიმონის ტორტი


ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:

10 კვერცხი

300 გ შაქარი

200 გ კარაქი

300 გ ფქვილი

150- 200 გ მოცვი

სოდა

1 ს.კ. ლიმნის წვენი

1 ლიმნის ცედრა

ვანილი

კრემისთვის დაგვჭრდება:

500 მლ ნაღები (33%)

4 ს.კ. შაქრის პუდრა

ვანლი

1 ლიმნის ცედრა

ბისკვიტის დასანამად დაგვჭირდება:

5 ს.კ. შაქარი

5 ს.კ. წყალი

1 ლიმნის ცედრა და წვენი

1 ს.კ. კონიაკი

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად მოვურიოთ. დავუმატოთ გამდნარი კარაქი, ვანილი, ლიმნის ცედრა და წვენშ გახსნილი სოდა. ბოლოს დავუმატოთ მოცვი, ფრთხილად მოვურიოთ და გადავიტანოთ ფორმაში. ფორმაში წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი. შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.

ბისკვიტის მზადყოფნა შევამწომოთ ხის ჩხირით. გამომცხვარი და გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ სამ ფენად.

მოვამზადოთ სანამი: შაქარი და წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე და შემდეგ დავუმატოთ ლიმნის ცედრა და წვენი, კონიაკი. გავაგრილოთ და დავნამოთ ბისკვიტის ყველა ფენა.

კრემისთვის კარგად გავაცივოთ ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა, ვანილი და იმნის ცედრა. ავთქვიფოთ.

ავაწყოთ ტორტი: წავუსვათ სათითაოდ ყველა ფენას კრემი, ზევიდან ტორტს ასევე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ ყველაზე ლამაზი კენკრებით.

ტორტი აუცილებლად შევინახოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page