top of page

ლიმონის მუსი მოცვით და პიტნით


კიდე ერთი მსუბუქი და ძალიან გემრიელი საზაფხულო დესერტი ცხობის გარეშე.

ლიმონის მუსისთვის დაგვჭრდება:

2 ფილა თეთრი შოკოლადი

50 გ კარაქი

4 კვერცხი

1-2 ს.კ. შაქარი

150 მლ 35% ნაღები

ვანილი

1 ს.კ. რომი ან კონიაკი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

1 ჩ.კ. ჟელატინი

ლიმნის კრემისთვის:

4 კვერცხი

200 გ შაქარი

4 ლიმონი

50 გ კარაქი

ვანილი

ცალკე:

6 ს.კ. მოცვი

რამდენიმე პიტნის ფოღთოლი

აღქვეფილი ნაღები

მოვამზადოთ ლიმნის კრემი:

კარგად გარეცხილ ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმნის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება. გამუდმებით ვურიოთ.

გამზადებული კრემი გავაგრილოთ, შემდეგ გადავიტანოთ ფორმებში ისე, რომ ფარავდეს ფორმის 1/4 და შევდოთ მაცივარში.

ამასობაში, ჩავალბოთ ჟელატინი ლიმნის წვენში. შემდეგ გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.

კარაქი და შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე.

კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, შევურიოთ შაქარი ნელ-ნელა და ვთქვიფოთ ბეზეს კონსისტენციამდე. დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, თან სულ ვთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ ვანილი, რომი, ლიმონის ცედრა და შოკოლადის მასა და კიდე კარგად ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ შოკოლადის მასას და ფრთხილად მოვურიოთ კოვზით. ბოლოს შევურიოთ ჟელატინის მასა. ეს მუსიც ჩავასხათ ფორმებში, სადაც ლიმონის კრემი გავქს ისე, რომ ფორმის 3/4 შეივსოს და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2-3 საათით.

გამზადებული დესერტი მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით, მოვაყაროთ მოცვი და პიტნის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page