top of page

ხაჭოს მსუბიქი ნამცხვრები ჟოლოთი


დაგვჭირდება:

100 გ ნეიტრალური გემოს ორცხობილა

50 გკარაქი

250 გ ხაჭო

200 გ არაჟანი

100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

100 გ შაქრის პუდრა

2 კვერცხი

ვანილი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

100 გ ჟოლო

ორცხობილები დავაბლენდეროთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი და კარგად მოვურიოთ.

მაფინების ფორმაში ჩავდოთ ერთჯერადი ქაღალდის ფორმები, თითოეულში 1 ჩ.კ. დაფშვნილი ორცხობილა მოვათავსოთ და კარგად დავტკეპნოთ კოვზით.

ხაჭო გავატაროთ საცერში, რომ არ დარჩეს კურკუშალები, შემდეგ ავთვიფოთ არაჟანთან ერთად, დავუმატოთ შაქრის პუდრა, ვანილი, ლიმონის ცედრა. შევთქვიფოთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ ნაღები და კიდე კარგად ავთქვიფოთ. გადავიტანოთ ეს მასა ჩვენ ფორმებში ისე, რომ 3/4 აავასოთ.

ჟოლო, ლიმონის წვენი და 2 ს.კ. შაქრის პუდრა დავაბლენდეროთ, შემდეგ ამ მასით ავავსოთ ჩვენი ფორმები ბოლომდე და შევდოთ გამოსაცხობათ170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30წუთი.

გამომცხვარი ნამცხვარი შევდოთ მინიმუმ 3-4 საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page