ჟოლოს სორბე
თუ ფოქრობთ, რომ ცხელ ზაფხულის დღეებში ნაყინზე გემრიელ და სასიამოვნოს ვერაფერს მიირთმევთ, ძალიან ცდებით. დეღეს მოვამზადებთ მსუბუქ, არომატულ გამაგრილებელ დესერტს, რომელიც მარტივიცაა და ძალიან გემრიელიც.
სორბე (ფრანგულიდან -sorbet) გაყინული ხილის დესერტია, რომელსაც შაქრის სიროპის, ხილის წვენის და რბილობისგან ამზადებენ. ხანდახან მას შამპანურს უმატებენ.
დღეს ჩვენ ჟოლოს სორბეს გავაკეთებთ, რომელსაც ულამაზესი ფერი და განუმეორებელი გემო ექნება.
დაგვჭრდება:
200-250 გ ჟოლო
250 მლ წყალი
150 გ შაქარი
1 ლიმნის წვენი
რამდენიმე პიტნის ფოთოლი
პატარა სქელძირიან ქვაბში შავასხათ წყალი, დავუმატოთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი, შემდეგ კი გავაგრილოთ.
ჯოლო დავაბლენდეროთ, გავატაროთ თხელ საცერში, წიპწები რომ მოშორდეს და დავუმატოთ ლიმნის წვენი.
ჯოლოს მასას შევურიოთ სიროპი და კარგად მვურიოთ. შემდეგ გადავიტანოთ მასა კონტეინერში და შევდოთ საყინულეში.
ყოველ 40-45 წუთში ერთხელ გამოვიღოთ სორბე საყინულედან და ავთქვიფოთ. ასე გავიმეოროთ ერთი 3-4-ჯერ. ამის შემდეგ გავაჩეროთ სორბე საყინულეში კიდე 1 საათი, შმდეგ კი გადავიტანოთ ფორმებში და მოვრთოთ ცოცხალი ხილით და პიტნის ფთლებით.
გემრიელად მიირთვით!