ფრანგული ფინანსიე მაყვლით
XIX საუკუნის ბოლოს, პარიზის საფონდო ბირჟის La Bourse du Commerce მახლობლად მდებარე საკონდიტროში გამოცხვა პატარა ნუშის ნამცხვარი, რომელიც ფორმით ორქის ზოდებს ჰგავდა. ამის გამო ნამცხვარს ფინანსიე (les financiers) უწოდეს, რაც ფინანსისტს ნიშნავს.
ამ არაჩვეულებრივ ნამცხვარს ამზადებენ ე.წ. beurre noisette, ანუ კარაქით, რომელიც გარკვეული თერმული დამუშავების შემდეგ თხილის არომატს იძენს. სწორედ ეს და სხვა წვრილმანი დეტალების გამო არის ფრანგული თითქოს და ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი ნამცხვრები ასეთი განსხავვებული და შარმიანი.
დღეს ჩვენ ვამზადებთ ტრადიციულ ფინანსიეს სეზონის კენკრით,მაყვლით.
დაგვჭირდება:
125 გ კარაქი
180 გ შაქრის პუდრა
4 კვერცის ცილა
80 გ ფქვილი
100 გ ნუშის ფქვილი (თუ მზა ფქვილს ვერ შეიძენთ, უბრალოდ დაფქვით კანგაცლილი ნუში)
3 ს.კ. დაფქვილი თხილი
200 გ საღი მაყვალი
შაქრის პუდრა
პირველ რიგში მოვამზადოთ ბერ ნუაზეტ- beurre noisette. ამისთვის კარაქი უნდა გავალღვოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და შემდეგ გავაჩეროთ კიდე დაახლოებით 2 წუთი საშუალო ცეცხლზე. ამასობაში კარაქი გახდება ქარვისფერი. ყურადღებითიყავით, კარაქი არ უნდა დაიწვას, არ უნდა გამუქდეს ძალიან. ქარვისფერთან ერთად, კარაქი შეიძენს ძალიან სასიამოვნო თხილის არომატს. ეს კარაქი უნდა გადავწუროთ თხელ საწერში ან მარლაში და შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
ფქვილი, ნუშის ფქვილი, თხილი და შაქრის პუდრა შევურიოთ ერთმანეთს. დავუმატოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.
ცალკე კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ ფქვილის და შაქრის ნაზავი და მოვურიოთ.
გამზადებული ცომი გადავდოთ 3 საათით. შემდეგ დავუმატოთ ცომს მაყვალი, ფრთხილად მოვურიოთ და შევავსოთ ცომით ფინანსიეს ფორმები. ყველაზე მარტივი მოსახმარი სილიკონის ფორმები იქნება. თუ თქვენ სხვანაირი ფორმები გაქვთ, კარგად წაუსვით მათ კარაქი. ფორმები დაახლოებით 80% უნდა შევავსოთ ცომით, რადგან ბისკვიტი ცხობის პროცესში ცოტა ამოვა.
ბისკვიტებს ვაცხბოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
ოდნავ შევაგრილოთ ნამცხვარი და გადმოვიღოთ ფორმებიდან. მოვაყაროთ პუდრა.
Bon appétit!