top of page

ბარაბულკა გრილზე


შავ ზღვასთან, ზაფხულთან და დასვენებასთან ასოციირდება, ალბათ, ყველასათვის ბარაბულკა. ჩვენ დღეს ამ თევზს ცოტა განსხვავებულად მოვამზადებთ. გრილზე შევწვათ, მანამდე კი დავამარინადებთ.

დაგვჭირდება:

ერთი 20-23 ცალი ბარაბულკა

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

წიწაკა

მარინადისთვის:

1 ჭიქა მჭრალი თეთრი ღვინო

2 ღერი ბეგქონდარა

2 ღერი როზმარინი

2-3 ღერი ოხრახუში

1 დაფნის ფოთოლი

2 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

თეთრი ღვინო მივიყვანოთ ადუღებმადე და შემდეგ გავაგრილოთ. დავუმატოთ როზმარინის და ბეგქონდარას ფოთლები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, ხავხი და დაფნის ფოთოლი. ამ მარინადში ჩავდოთ ბარაბულკა და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით.

ამის შემდეგ, ჩვენი თევზი გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცებით, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და დავდოთ გრილზე. შევწვათ 4-5 წუთი ორივე მხრიდან. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page