ქლიავის ფენოვანი ნამცხვარი
დილა გემრიელად დავიწყოთ. ვამზადებთ ფენოვან ნამცხვარს ქლიავით.
დაგვჭირდება:
500 გ ფენოვანი ცომი
700 გ ქლიავი
0,5 ჭიქა შაქარი
ვანილი
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
2 ს.კ. სახამებელი
1 კვერცხი
1 ს.კ. რძე
ცომი გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ წრეზე (26-28 სმ დიამეტრი)
ქლიავს გამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ. შევურიოთ შაქარი, დარიჩინი, ვანილი და სახამებელი.
ცომი ჩავაფინოთ ტარტის ფორმაში, ზევიდან გავანაწილოთ ქლიავი და დავაფართ მეორე ნაწილი ცომი. ზევიდან ჩავჭრათ რამდენიმე ადგილას და კარგად შევუკეცოთ კიდეები.
კვერცხი ავთქვიფოთ რძესთან ერთად და გადავუსვათ ნამცხვარს. მოვაყაროთ 1-2 ს.კ. შაქარი და შევდოთ 180 გრადუსმადე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!