top of page

აჯიკა


ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი, აჯიკა, ისეთივე პოპულარულია ჩვენთან, როგორც იტალიელებთან პესტოს სოუსი. აჯიკა პესტოს კონსისტენციითაც ჰგავს და მომზადების წესითან. მაგრამ ჩვენი აჯიკა თსვისი დახვეწილი და რაფინირებული იტალიელი ნათესავისგან სიცხარით, ფეთქებადი ხასიათით, ძლიერი, გამოკვეთილი არომატებით და განუმეორებელი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

არსებობს აჯიკის მომზადების უამრავი ვარიანტი. ამზადებენ წითელ და მწვანე აჯიკას, მშრალ აჯიკას, პასტის სახით, თხევადი სოუსის და სხვ.

ისევე, როგორც ქართული კერძების უმრავლესობას, აჯიკასაც ყველა დიასახლისი თავისი საიდუმლო რეცეპტურით ამზადებს, მაგრამ რამდენიმე წესი უდავოა. ერთ-ერთი ისაა, რომ აჯიკის მოსამზადებლად საუკეთესო დრო- ოქტომბერია.

ჩვენ ამოვარჩიეთ ჩვენი ფავორიტი რეცეპტები და დღეს ორ მათთაგანს შემოგთავაზებთ. ეს არის პასტისებრი მწვანე აჯიკა და წითელი აჯიკა ნიგვზით.

გადახედეთ ჩვენ რეცეპტებს, მოამზადეთ ეს არჩვეულებრივი ცხარე სოუსი და ცოტაოდენი ზამთრისთვისაც მოიმარაგეთ. აჯიკით შეზავებული ხორცი და ბოსტნეული განსაკუებულ არომატს და გემოს იძენს.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page