მწვანე აჯიკა
დაგვჭირდება:
1კგ მწვანე ბულგარული წიწაკა
500 გ მწარე მწვანე წიწაკა
4-5 თავი ნიორი
200 გ ცოცხალი ქინძი
200 გ ცოცხალი ცერეცო
150 გ ცოცხალი ოხრახუში
50 გ ცოცხალი ნიახური
200 გ ცოცხალი შაშკვლავი ან ბაზილიკი
1ს.კ. ხმელი ქინძი
1 ს.კ. ძმარი
1 ს.კ. ზეითუნის ან სიმინდის ზეთი
მარილი
წიწაკა კარგად გავრეცხოთ, მოვაცლოთ თესლი და ყუნწები. შემდეგ დავაბლენდეროთ მწვანილებთან და ნიორთან ერთად. დავუმატოთ მარილი, ისე, რომ კარგად იგრძნობოდეს, ძმარი, ზეთი და კარგად მოვურიოთ.
გადავიტანოთ შუშის ქილებში და შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!