გოგრის და ვაშლის წვნიანი
დაგვჭირდება:
1 პატარა გოგრა
1 ვაშლი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
0,5 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
1 მწვანე წიწაკა
1 ღერი სალბი
1 ჩ.კ. კურკუმა
150 მლ ნაღები ან ქოქოსის რძე
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
3 ჭიქა წყალი
მარილი
წიწაკების მიქსი
ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში და კარაქში, შემდეგ დავუმატოთ ნიორი, მწვანე წიწაკა. 5 წუთში დავუმატოთ კუბებად დაჭრილი გოგრა, ვთუშოთ ერთი 10 წუთი, დავუმატოთ ჯინჯერი, კურკუმა, სალბი და დაჭრილი ვაშლი. ცოტა ხანში დავასხათ წყალი,ისე, რომ ოდნავ დაფაროს და ვთუშოთ კიდე ერთი 5 წუთი ასე.
ამის შემდეგ ამოვიღოთ სალბის ღერი, დავასხათ დანარჩენი წყალი და მოვხარშოთ. როცა გოგრა მზად იქნება, გადავწუროთ ბოსტნეული, წვენი შევინახოთ და დავაბლენდეროთ, თან დავუმატოთ ნელ-ნელა წვენი და სასურველ სისქმედე მივიყვანოთ. დავუმატოთ მარილი, ნაღები (უფრო ევროპული სამზარეულოს გემოზე წაიყვანს), ან ქოქოსის რძე (ამ შემთხვევაში უფრო აზიური ნოტები გაჩნდება), მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა. მირთმევის წინ მოვაყაროთ წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!