ვაშლის სიდრში გამომცხვარი ქათმის ბარკლები
დაგვჭირდება:
1 კგ ქათმის ბარკლები
2 ვაშლი
2 თავი ხახვი
2-3კბილი ნიორი
250 მლ ვაშლის სიდრი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
2-3ღერი ნედლი ბეგქონდარა, ან 0,5 ჩ.კ. ხმელი
0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა
1 ჩ.კ. შაქარი
მარილი
წიწაკების მიქსი
ქათმის ბარკლებს კარგად წავისვათ მარილი და წიწაკები და შევბრაწოთ გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე. შეწვის პროცესში დავუმატოთ კარაქი.
ბარკლები კარგად რომ მოიბრაწება ორივე მხრიდან, გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
ხახვი გავჭრათ ოთხად და ოდნავ მოვბრაწოთ ტაფაზე, სადაც ქათამი იწვებოდა. დავუმატოთ შაქარი, რომ მოხდეს კარამელიზაცია და გადავიტანოთ ბარკლებთან. იქვე ჩავალაგოთ ნივრის ლებნები, ოთხად გაჭრილი ვაშლი. ტაფაზე კი ცხიმს დავუმატოთ ბეგქონდარა, ვაშლის სიდრი, მივიყვანოთ ადუღებამდე და მოვასხათ ბარკლებს. შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.
გემრიელად მიირთვით!